ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ამბობს, რომ სააკაშვილმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა, რადგან მის მოწოდებაზე რუსთაველზე ხალხი არ გამოსულა.
“რაც შეეხება სააკაშვილს, მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. ჰქონდა თუ არა მის ჩამოსვლას გავლენა არჩევნებზე – სავარაუდოდ, კი.
რაც მე დავინახე, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა და იმ მომენტისთვის, მას არ შეეძლო ესაუბრა ხალხთან იმგვარად, როგორც მანამდე. ახლა დიდი კითხვაა “ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან” – რა არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მომავალი? იქნებიან სააკაშვილთან ერთად, სააკაშვილის გვერდით თუ მის გარეშე. საინტერესოა”,– ამბობს კალურანდი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე.
ცნობისთვის, პროკურატურის ცნობით, სააკაშვილმა საზღვარი 29 სექტემბერს გადმოკვეთა. ის თბილისში პირველ ოქტომბერს დააკვეს.