მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს ციხეში კვლავ არ უშვებენ. ის ციხის ადმინისტრაციას მიმართავს, ექსპრეზიდენტთან რამდენიმე წუთით გასაუბრების უფლება მაინც მისცენ.
“საკმაოდ რთულია შიმშილობა ამდენი ხნის განმავლობაში. ამას ემატება მისი სისხლის დაავადება და აუცილებელია ჩემი შესვლა და ნახვა. ადამიანურად გთხოვთ, მომეცით 10 წუთით უფლება, რომ ვნახო ბატონი პრეზიდენტი და კიდევ 10 წუთი იმისთვის, რომ ვნახო მისი ანალიზები, დაველაპარაკო ციხის ექიმებს, რომლებიც მეც ძალიან მომწონს. მე, როგორც მოქალაქეს, ნიკა ყიფშიძეს არ მესმის, რა გავაკეთე ასეთი ცუდი, ან რა უნდა გავაკეთო, რომ შევიდე ჩემ მეგობართან, პაციენტთან, მოვინახულო და გავიგო, რა სიტუაციაშია“, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ცნობისთვის, 11 ოქტომბრის შემდეგ ექიმს ციხეში არ უშვებენ. მისი განმარტებით, ციხის ადმინისტრაცია ეუბნება, რომ მის საშვს ვადა გაუვიდა.