“შევეშვათ ამ ადამიანს, პატიმარია, იმან მიიღო იმ ბრალდებების საპასუხოდ, ჩვენს სასამართლოში სამივე ინსტანციაში გამტყუნდა, მას თუ განსხვავებული პოზიცია აქვს, რასაც გუშინ ზღაპრებს ყვებოდა, შეუძლია იჩივლოს და გაასაჩივროს საერთაშორისო არბიტრაჟში.
სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ განუხორციელებია და ამის დასტურია, მათ შორის, სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ იყო დადანაშაულებული გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით, ასე რომ, ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გინდათ?”
თქვა ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე.