ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს მე–3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლი სხვა ოპოზიციური პარტიების ბულინგია.
მდინარაძე იმედოვნებს, რომ ეს პარტიები პარლამენტში შევლენ.
“სააკაშვილის როლი არის იმ სხვა ოპოზიციური პარტიების ბულინგი, რომლებიც მე ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ კონსტრუქციულ დიალოგში შემოვლენ და შემოვლენ ასევე პარლამენტში, რათა საპარლამენტო ტრიბუნიდან, როგორც მათ მოუწოდებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, გააგრძელებენ ოპონირებას და იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე.
სააკაშვილზე შემიძლია დავამატო, რომ ეს ადამიანი, ახალი ამბავი არ არის, უტევს დასავლურ ღირებულებებს – ხან კოლონისტებს ეძახის, ხან შეურაცხყოფას აყენებს და აბრალებს რაღაცებს ჩვენი დასავლური მისიების წარმომადგენლებს, მათ შორის. ეს არის გაგრძელება იმ რუსული საქმისა, რასაც ის თავისი ხელისუფლების პერიოდში ახორციელებდა”,– ამბობს მდინარაძე.