“სააკაშვილის საკვების მიღებაზე კადრების გასაჯაროება მსჯელობის საგანია”- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროებაზე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მსჯელობის საგანია. ნიკა ცხვარაშვილის კომენტარს პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
“რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, ამაზე ჯერჯერობით პასუხს ცალსახად ვერ გაგცემთ, რადგან ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რაზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს. გიდასტურებთ, რომ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა, გარკვეული პერიოდია, დაიწყო მიღება საკვები დანამატების, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით; ასევე კონკრეტული დანიშნულების ნატურალური წვენების. ეს პერიოდი, მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე. ის იღებს ყველა იმ საკვებ დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის”, – განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.