სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომა 11:00 საათზე ჩანიშნა. მოსამართლემ განაცხადა, რომ “სასამართლო სხდომების ყოველდღე დანიშვნა შეუძლებელია”.

“მოლოდინს ნუ შევიქმნით, რომ ერთ ან რამდენიმე სხდომაში დასრულდება… რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს, ასე იქნება. ვერ დავტოვებთ გამოკვლევების გარეშე მტკიცებულებებს და ვერ მივატოვებთ შუა გაში მოწმეებს” – თქვა მოსამართლე არევაძემ.