სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის გამო კიდევ ორი პირია დაკავებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

“დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი არის გამოძიებისთვის ცნობილი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას”, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.