“მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც. ჩვენ გვახსოვს მისი დაპირება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. გვახსოვს, ზოგადად, მისი დამოკიდებულება რეგიონში მსგავსი პოლიტიკური ფიგურების მიმართ. არანაირი არევაძე არ არსებობს, არსებობს “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნება, ასევე ბიძინა ივანიშვილის.”

აცხადებს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია მესამე პრეზიდენტის საქმის მოსამართლეზე საუბრისას.