“ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ სააკაშვილი არის განსაკუთრებული პატიმარი მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. ამას ჩვენი გუნდის თითოეული წევრი აანალიზებს, სწორედ ამიტომ, მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს. ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ოპოზიციონერს ეს შეიძლება საკუთარი მიზნის მისაღწევად უნდოდეს. იმისთვის, რომ ჩემი სიტყვები უფრო დამაჯერებელი იყოს, ჩემს კოლეგებთან ერთად თავად ვეწვევი გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოს და ადგილზე შევისწავლით სიტუაციას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდები იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ადგილზე ყველანაირი პირობაა და თუკი დამატებითი საჭიროებები იქნება, არც ამაზე იქნება უარი”
ამბობს ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილზე.