“ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე კვლავ უცვლელია – არა და არასოდეს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულო მსხვერპლის კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური სამსახურისგან და ხელისუფლებიგან განსაკუთრებით ყურადღებას, ყველა ზომების მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული დესტაბილიზაციის მიზნით”
თქვა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე.