„ეს არ არის დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ მან უზარმაზარი როლი ითამაშა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე, არა მხოლოდ მან, არამედ შევარდნაძემაც. ის იყო პირველი, ვინც გახსნა ჭიშკარი. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა. ყველას ახსოვს, რომ მან პირველმა განაცხადა: “მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი”. ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ და ადმინისტრაციამ შეასრულა თავისი როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობებს, რომლებიც ძალიან კარგად იწყებენ, შემდეგ ცოტა ავტოკრატიულად გადაქცევის ტენდენცია აქვთ“,
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი განაცხადა