ორგანიზაციის “საერთო სახალხო მოძრაობა სააკაშვილის დასაბრუნებლად” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას აპირებს.
„ჩვენ ვემზადებით მშვიდობიანად, მეტსაც გეტყვით, გარკვეულ ადამიანებს კუთხეებში ვაყენებ, ხვალ გომელაურთან მინდა შეხვედრა, ოღონდ არა მარტო, მე ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის წესს და რიგს ვიცავ და მინდა, რომ დამსწრეც იყოს. როდესაც ადამიანებს ვეუბნები, რომ მე ამ კონკრეტულ ორგანიზაციაზე, პასუხს ვაგებთ როგორ იქნება, რა იქნება, მე იქიდანაც მაინტერესებს…
ხვალ 3 საათზე უკვე ჩანიშნული მაქვს ბრიფინგი და ხვალ დილიდან უკვე მინდა მასთან მქონდეს კავშირი, როგორც დეპუტატს… ჩვენ გვინდა, რომ თვითმფრინავი დაჯდეს მშვიდობიანად, ვიცოდეთ, როგორ იმართება ეს ყველაფერი. თვითმფრინავი სადაც დაჯდება, ის რეისი უნდა იყოს გარანტირებული“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე ინფორმაციით, მოძრაობის დარეგისტრირებიდან 12 დღეში სააკაშვილის დასახვედრად 104 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა.