“სააკაშვილის წამოწევა, ადასტურებს, რომ პარტიის რეალური თავმჯდომარე სააკაშვილია და არა მელია”- „ქართული ოცნების“ წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხის წამოწევა, რომ მოლაპარაკების პროცესში მიხეილ საააკშვილი უნდა ჩაერთოს, ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური თავმჯდომარე არა ნიკა მელია, არამედ სააკაშვილია.
„საკითხის წამოწევა, რომ სააკაშვილი უნდა ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში, ასევე პოზიციები მათი პარტიის მხრიდან და განცხდებები საქართველოს გარეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომ პარტიის რეალური თავმჯდომარე მსჯავრდებული სააკაშვილია და არა ნიკანორ მელია. ამით სააკაშვილის და მელიას თანაპარტიელები ადასტურებენ იმას, რომ ფარსი იყო მელიას არჩევა და რეალური თავმჯდომარე არის სააკაშილი. თვითონაც გაურკვევლობაში არიან, ვისზე უნდა იყოს მოლაპარაკება.ამასთანავე, საკითხის წამოწევა, რომ სააკაშვილი უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში, ვფიქრობ, პირველ რიგში, მოლაპარაკების მაგიდასთან მყოფი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფაა. სააკაშვილი მსჯავრდებულია საქარველოში და მეორე მხრივ, იგი ამხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სისტემური დანაშაულის ორგანზიებაში“,- განაცხადა ოხანაშვილმა.