სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახალხო დამცველის კონსილიუმი დასკვნას დღეს გაასაჯაროებს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელ დასკვნას სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი დღეს გაასაჯაროებს. ნევროლოგის, გიორგი გრიგოლიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ, ამ დრომდე არ შეცვლილა.

“ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენს წინა დასკვნებში იყო, არ იყო გათვალისწინებული. ერთ-ერთი და ძირითადი ეს არის ფსიქო-ნევროლოგიური რეაბილიტაცია, რომელიც გორის საავადმყოფოში არ განხორციელდა და ვფიქრობ, რომ ახლა უკვე ეს შეუძლებელია იქ, სადაც იმყოფება. ციხის პირობებში სრულფასოვანი რეაბილიტაცია უფრო ძნელია, ვიდრე მრავალპროფილურ კლინიკაში”, – თქვა გიორგი გრიგოლიამ.