საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და პატიმრობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა და დაუყოვნებლივ მოუწოდებს, უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
“შეშფოთებულები ვართ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობებითა და ფოტოებით. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, უზრუნველყონ დაუყოვნებლივი და სრული სამედიცინო მკურნალობა”, – წერია განცხადებაში.