”მე აუცილებლად შევხვდები წინა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზედამხედველობაში არიან ჩართული და მათგან პირადად მოვისმენ, თუ რა გეგმა აქვთ და რას აპირებენ. თავისთავად, სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის უფლებებზე ზედამხედველობას გააგრძელებს. მე ვგეგმავ, რომ მის ოჯახის წევრებს შევხვდე და რა თქმა უნდა, თავად სააკაშვილსაც, თუ მას ამის სურვილი ექნება. ასე რომ, იმ მემკვიდრეობის რაიმე ტიპის ცვლილებას ან გადახედვას, რაც ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ ამ თვალსაზრისით დატოვა, მე არ ვაპირებ.”
ამის შესახებ, ახალმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.