“ყველაფერი, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება, ეს ყველაფერი მის თავში იხარშება. ის ადგენს სიას, ვინ უნდა იშიმშილოს, ვინ რა უნდა გააკეთოს. ნუ იფიქრებთ იმას, რომ ვინმე რამეს აკეთებს, ყველაფერი ეს მოდის მისგან. სადაც სააკაშვილია, იქ არის ნგრევა, ომი და უბედურება. მოუწევს მას უჯდეს ციხეში მინიმუმ 6 წელი, იმიტომ, რომ მას არავინ არ მიიღებს, ის მიუღებელია ყველა ქვეყნისთვის.
სადაც ის არის, იქ ნგრევაა. დაინგრა საქართველოში, პირველ რიგში, განათლება, დავშორდით ჩვენ აფხაზ ძმებს, ჩაბარდა და გაიყიდა საქართველოს მიწები, ზურგი ვაქციეთ ერთ მილიონ ქართველს რუსეთში. ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა, იგივე გაკეთდა უკრაინაში, რომ არა მისი სპეცრაზმელები, ის მაიდანი იმ სახით, როგორიც იყო, ტყუპისცალი, ე.წ. ვარდების რევოლუციის, შეიძლება არ მომხდარიყო უკრაინაში და ის დაპირისპირება, რაც არის ახლა უკრაინაში და ის ომი რაც არის უკრაინაში, ეს გარკველწილად სააკაშვილის დამსახურებაა, რომელიც იყო პორტირებული აქედან უკრაინაში”
ამბობს “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი, ფრიდონ ინჯია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.