“მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, მას აქვს შეფარდებული საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხარისხისა – ეს არის 6 წელი, რაც არის მათ შორის ჩვენ მიერ შეცვლილი კანონმდებლობის დამსახურების. მან უნდა მოიხადოს ამისთვის სასჯელი. შურისძიებას არ ნიშანავს ის, რომ კანონს წინაშე ადამინი არის თანასწორი.
კაცმა 9 მილიონი იქურდა, ადამიანის წამება შეუკვეთა, იქ ტელევიზია მიითვისა, ხალხს აწამებდა ციხეებში, ამისთვის 6 წელი არის არაფერი. მკურანალობა, რეფიდინგი დასრულდა 2 კვირის წინ, რაზეც არსებობს ოფიციალური დასკვნა. ელენე ხოშტარია ნამდვილად შიმშილობდა და მას ჰქონდა უფრო რთული მდგომარეობა, როცა დაამთავრა შიმშილობა, ვიდრე სააკაშვილს. უკვე გასულია ლამის 1 თვე და ელენე ხოშტარია ხან ერთ აქციაზეა, ხან მეორეზე და რეალურად არ აქვს პრობლემა. როდესაც ადამიანი რეალურად არც შიმშილობდა და მერე ამბობს, რომ მთელი ცხოვრება თურმე გორის ჰოსპიტალში მამკურნალოს სახელმწიფომ, არის დისკრიმინაციული მიდგომა. რა შუაშია ბიძინა ივანიშვილის [შურისძიება], საერთოდ პოლიტიკიდან არის დისტანცირებული, რა შუაშია, ეს არის თითიდან გამოწოვილიც არ ჰქვია, ისეთი სპეკულაცია”
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანაზე.