სააკაშვილი არის არეულობის და დაპირისპირების სიმბოლო – გია ვოლსკი

სააკაშვილი არის არეულობის და დაპირისპირების სიმბოლო – განაცხადა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

“ეს არის პარლამენტში და არა ქუჩაში, პარლამენტში და არა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. “ნაციონალური მოძრაობისგან” არავითარ საპარლამენტო მუშაობას არ ველი. ისევ იქნება მცდელობა იმისა, მოახდინონ იმ შეგონების რეალიზაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ძალისმიერ მოქმედებებთან დაკავშირებით გააჩნია. თუ რამე ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება, ეს არის არეულობა, დაპირისპირება, ხოლო სააკაშვილი არის არეულობის და დაპირისპირების სიმბოლო. ეს სურათი დღითიდღე უფრო მკაფიო ხდება.

მიხეილ სააკაშვილი აგრესიული იყო პრეზიდენტობის დროს და მას გარკვეული რესურსი ჰქონდა კიდეც, სიმბოლურად რომ ვთქვათ, ხელში ჯოხი ეკავა. ახლა იგივე სააკაშვილს ვხედავთ, როგორც მსჯავრდებულს. რესურსი, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რევოლუცია მოახდინოს და ის საკნიდან ფიზიკურად დაიხსნას, არ არსებობს. რა საკვირველია, საკნიდან დახსნაც უკავშირდება მის გამეფებას, როგორც მას წარმოუდგენია – საკუთარ თავს გარკვეულ ისტორიულ პიროვნებებს ადარებს და საკუთარი თავისთვის ზუსტად იგივე მომავალი ესახება. არ ვიცი, ეს ფსიქიკურ მდგომარეობას დავაბრალო თუ ადამიანის მისწრაფებას, რომ ქვეყანა პოლიტიკური მიზნებისთვის არიოს. არ ვიცი, მისი განცხადებები რომელი კუთხიდან გაავანაზილოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მას ქვეყნისთვის კარგი არ უნდა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.