“სააკაშვილი არ შიმშილობდა. ჩვენ კადრებიც ვიხილეთ, თუ როგორ მიირთმევდა ის საკვებს და თავიანთი ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ, საზოგადოებას ჩაუნერგონ ეს მესიჯი, რომ თითქოს სააკაშვილი შიმშილობდა. არ არსებობს, წარმოუდგენილია, 50 დღე ადამიანმა იშიმშილოს, შეუძლებელია, მსოფლიოში არ არსებობს ეგეთი ფაქტი. ჩვენ ვიდეო ფაქტების სახით ვიხილეთ, როგორ მიირთმევდა საკვებს”

თქვა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “იმედის” ეთერში. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკავების შემდეგ 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რაც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურდა. მან შიმშილობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.