სააკაშვილი ახლა კარგადაა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იყოჩაღეს ექიმებმა – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.
”სააკაშვილი ახლა კარგადაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას, ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი იმას ვამბობ. ასევე, უნდა ვთქვა, რომ ძალიან იყოჩაღეს ექიმებმა,” – ამბობს ნიკა გვარამია.