იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმატორი არასდროს ყოფილა და ის კრიმინალია.
“სააკაშვილი ქვეყნის შიგნით განაჩენებით დადასტურებული კრიმინალია და ქვეყნის გარეთ უკვე რასაც მისი განცხადებებიც მოწმობს, დაემსგავსა ღამურას.
ის აქაურიც ვეღარ არის, ცდილობს, აქ ფეხი ისევ მოიკიდოს, რისი პოლიტიკური რესურსი და შანსი მას არ გააჩნია და იმ ქვეყნებში, სადაც ჩაივლის ხოლმე, რა თქმა უნდა, ფეხს ვერ იკიდებს, რადგან ის არც არასდროს არ ყოფილა რეფორმატორი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, ეს მარგინალური, კრიმინალური ძალა რა განცხადებებს გააკეთებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ვემზადებით მაღალი ხარისხის, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებისთვის ”,- აცხადებს თეა წულუკიანი.