“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კონდიცია არ არის მძიმე. იგი იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ. მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა რეალურად არ ხდება. ამასთან, ხდება მასზე მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა. იგი ვერ აღებს ფანჯარას, ვერ აქრობს შუქს, იმიტომ რომ ნებისმიერ ასეთ ვითარებაში იწყება გარედან პრაქტიკულად ფსიქოლოგიური შტურმი – არამხოლოდ გინება, არამედ მუქარები, რომ ახლა შემოვალთ და გაგისწორდებით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არ სძინავს, იგი იმყოფება წამების იმ ფორმის ქვეშ, რასაც ჰქვია მუდმივი ხმაური და ანთებული შუქის პირობებში ყოფნა. ეს ორივე საერთაშორისო კონვენციებით განიხილება როგორც წამება”
ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ბრიფინგზე.