სააკაშვილი ვერ ეღირსება კვლავ გაყიდოს სამშობლო, საქართველო გაიმარჯვებს – მათიკაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე აცხადებს, რომ ის 2012 წლამდე სამშობლოს ძარცვავდა და ანგრევდა, თუმცა ამას ვეღარ ეღირსება.

“2012 წლამდე იტყუებოდა გაბედულად, ძარცვავდა შემართებით, ანგრევდა ენთუზიაზმით, ჩაგრავდა, არბევდა, ცემდა და ხოცავდა დიდი მონდომებით; სამშობლოს ყიდდა, მიწას ლოღნიდა და მტერს ახარებდა ლაჩრულად, და ამ ყველაფერს გმირობად ასაღებდა. დღეს იტყუება ფარისევლურად, იტყუება ენთუზიაზმით, იტყუება დიდი მონდომებით, იტყუება ლაჩრულად და ცდილობს ლაჩრობა გმირობად გაასაღოს.

ვეღარ ძარცვავს, ვერც ანგრევს, ვერც არბევს და კლავს, ვეღარც სამშობლოს ყიდის, თუმცა, თავისნაირი ნაძირლების ხელდასმით და ხელშეწყობით ცდილობს კვლავ გვძარცვოს, გვანგრიოს, გვარბიოს, გვხოცოს, სამშობლო გაყიდოს და მომავალი მოუკლას საქართველოს. ვერ ეღირსება ამას სააკაშვილი! საქართველო გაიმარჯვებს!”,- წერს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, ნაციონალურმა მოძრაობამ და “ძალა ერთობაშიამ” გუშინ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.