სააკაშვილი ვერ მალავს აღშფოთებას ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით – ნაყოფია

ნაციონალური მოძრაობის წევრის, კობა ნაყოფია გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის და კიდურებზე გამონაყარი აქვს, რაც მისი ვარაუდით, პოსტრამვულ სტრესს უკავშირებს.

“ჩემი აზრით, ალბათ დადგება საკითხი ექიმების ჩართულობის და შესაძლოა, მისი გადაყვანის, რადგან ადამიანის ჯანმრთელობის მდგომრეობა ნამდვილად არასახარბიელოა და ვერ ვიტყვი, რომ რეაბილიტაციის პროცესმა რაღაც დიდი შედეგი მოგვცა”– ამბობს ნაყოფია.

მისივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი “ვერ მალავს აღშფოთებას ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, ტრანსპორტისა და დასუფთავების ტარიფის”.

“მას მიაჩნია, რომ ასეთი მძიმე სოციალური ფონის პირობებში ამის გაკეთება წარმოუდგენელია. მას მიაჩნია, რომ გამოხატულად კორუფციის ნიშნებია. ის მოუწოდებს ყველას, რომ ამაზე გამახვილდეს ყურადღება”,– აღნიშანავს ნაყოფია.