მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად არის თავისი პოლიტიკური გარემოცვის მძევალია. […] სააკაშვილის პოლიტიკური გარემოცვა არა თუ ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე, არამედ ინტენსიურად მოუწოდებდა და დღესაც მოუწოდებს, რომ მან თვითდაზიანების რეჟიმი არ შეწყვიტოს, ვინაიდან ეს ეჩვენებათ ერთ-ერთ ყველაზე ქმედით მექანიზმად იმ სტრატეგიაში, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია რევოლუციურ სტრატეგიას ვუწოდებთ.[…] საოცარი იქნებოდა რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და საერთოდ, სააკაშვილის გარემოცვა, თუნდაც ოჯახის წევრები, დათანხმებოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამას ახლავს ძალიან სერიოზული პოლიტიკური ასპექტი, რომელიც, ჩემი აზრით, არის სავალალო გასაცნობიერებლად, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც უნდათ და ვისი ამოცანაც არის, მიაყენონ რაც შეიძლება მეტი ზიანი საკუთარ ქვეყანას. სავალალოა ისიც, რომ საკმაოდ ცნობილი გვარები, პოლიტიკოსებისა, თავისი განცხადებებით დაუპირისპირდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დადგმული სცენარი და საქართველოზე პოლიტიკური შეტევა იყო კოორდინირებული. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ სძლია საღ აზრს. ფაქტობრივად, ქვეყანა, რომელიც თავისი მცირე რესურსებით იგერიებს სერიოზულ შემოტევებს გარედან და შიგნიდან, იძულებულია თავი დაიცვას ასეთი ინტენსივობით, რაც, რა საკვირველია, სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყანას და მის საზოგადოებას. ამ შემოტევაში ჩართულები არიან ადამიანები და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს შორის არიან ასევე უკრაინის პოლიტიკური „ისტებლიშმენტის“ წარმომადგენლები“,

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებისა და სააკაშვილის გარემოცვის შემდგომი რეაქციის შეფასებისას განაცხადა.