ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელთან თავს აიგივებს, რაშიც “საკრალური ელემენტია” ჩადებული.
მისი განცხადებით, დავით აღმაშენებელიც სასტიკად გაუსწორდა მოწინააღმდეგეებს.
“ერთი ელემენტი, რასაც დავაკვირდი, არასამედიცინო მხრიდან ვერც მოვახერხებდი ამას, ის, რომ ადამიანი დავით აღმაშენებელს ასე ხშირად ახსენებს, იქაც არის საკრალური ჩადებული, რომ აღმაშენებელიც მოწინააღმდეგეებს, რომლებიც საქართველოს ინტერესებს ემუქრებოდნენ, სასტიკად გაუსწორდა. მერე კი დაწერა გალობანი სინანულისანი… მაგრამ, დავით აღმაშენებელთან თავის გაიგივება… მერე ერთხელ თქვა, რომ უფრო მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ვიდრე დავით აღმაშენებელს”,– ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი TV იმედის ეთერში.