ცენტრ “ემპათიას“ ნევროლოგი, ოთარ თოიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ნეიროპათია, რაც ნიშნავს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებას.
მისი განმარტებით, ეს გამოიხატება იმაში, რომ ექსპრეზიდენტი იატაკს ვერ გრძნობს და შესაბამისად, გადაადგილება უჭირს.
“ვერნიკეს ენცეფალოპათია კლინიკურ სურათში ისევ წამყვანია. სულ ვშიშობთ, არ მოხდეს მისი გადაზრდა კორსაკოვის სინდრომში, რომელიც არის საკმაოდ სერიოზული დაავადება. გამოიკვეთა ნეიროპათია, ანუ პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვერ გრძნობს იატაკს, უჭირს შესაბამისად გადაადგილება.
ნათხემის დისფუნქციასთან ერთად არის კიდევ, რომ ვერ გრძნობს, მთელი რიგი მგრძნობელობები მოშლილი აქვს და იმ სეგმენტში, სადაც ეს მოშლილობები აღენიშნება, აქვს გამონაყარი, რომელიც ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ ეს არის ნეიროდერმიტი”, – თქვა ოთარ თოიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.