სააკაშვილი მართლმსაჯულებას ემალება და ვერ ჩამოდის, ამიტომ მელია ჩადის მასთან- ასე ეხმაურება, პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას და პარტიის სხვა წევრების უკრაინაში გამგზავრებას. ამის შესახებ თალააკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პარლამენტისა და არჩევნების წინააღმდეგ საბოტაჟი და ხელოვნური კრიზისი დასრულებულია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი, მათი შეხვედრა და კომენტარები მეათე ხარისხოვანია, ნომერი პირველი საკითხი პანდემიის მართვა და ამით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებაა. ნიკა მელიას ჩასვლა სააკაშვილთან ემსახურება იმას, რომ სააკაშვილი ემალება ქართულ მართლმსაჯულებას და ვერ ჩამოდის საქართველოში, მიუხედავად არაერთი დაპირებისა. სწორედ ამიტომ, მელია ჩადის მასთან. სხვა შინაარსს ან რაიმე პერსპექტივას, რომ საქართველოს მომავალი ცხოვრებისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, ვერ ვხედავ”, – განაცხადა თალაკვაძემ.