მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ირაკლი ლომია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ხვალ 9 დეკემბერს, სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. განცხადება ამის შესახებ, მან “ვივა მედიდან” გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
“მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს დაესწროს ხვალინდელ სასამართლო განხილვებს, პენიტენციური სამსახური ალბათ დამხმარე საშუალებებით უზრუნველჰყოფს მის გადაყვანას. იგულისხმება ეტლი, საკაცე და ნებისმიერი სხვა.”– აცხადებს ადვოკატი ირაკლი ლომია