“სააკაშვილის ჩამოსვლამ პოლიტიკური პროცესი უფრო დააზიანა, ეს ხომ სრულიად აშკარად ჩანს დღეს. დღეს ისევ ვლაპარაკობთ მის გათავისუფლებაზე – არ ჩამოსულიყო და არც გათავისუფლების თემა არ იქნებოდა, შეგვჭამეს რა. თუ ის თვლის, რომ სინდისის პატიმარია, ის გათავისუფლებას კი არ უნდა ითხოვდეს, უნდა ითხოვდეს სამართლიან მართლმსაჯულებას და უნდა გათავისუფლდეს არა შეწყალებით, არა იმ გაგებით რომ უდანაშაულოა. რატომ ითხოვს შეწყალებას, დამნაშავე ხომ არ არის? შეწყალებას ითხოვს დამნაშავე. თქვენ გგონიათ, რომ მისი გათავისუფლებით შევრიგდებით? არავინ არავის ურიგდება ამის ბაზაზე”

ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი TV კავკასიის ეთერში.