სააკაშვილი სავარაუდოდ ზელენსკის მრჩევლად დაინიშნება

მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა უკრაინის ვიცე პრემიერის პოსტზე რეფორმების საკითხებში აღარ განიხილება.  ის სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს დაიკავებს.

ზელენსკის საპარლამენტო ფრაქციის, ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით საქართველოს ექს პრეზიდენტის უკრაინის ვიცე პრემიერად არჩევისთვის საკმარისი ხმები არსებობს, თუმცა მას უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობის სხვა ფორმატი მოუძებნეს.

“მიხეილ სააკაშვილმა ბოლო რამდენიმე დღე ხანგრძლივი კონსულტაციები გამართა პრეზიდენტთან და მათ სხვა ფორმატი მოძებნეს, რომელშიც იმუშავებენ, ახაი თანამდებობა. რა თანამდებობაა, მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს პრეზიდენტის ინიციტივაა“– განაცხადა არახამიამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ზელენსკიმ უკვე განიხილა სააკაშვილთან ახალი წინადადება და გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

მართალია ოფიციალურად ახალი თანამდებობა ჯერ არ სახელდება, თუმცა უკრაინული მედია წერს, რომ სააკაშვილი სავარაუდოდ ზელენსკის მრჩეველი გახდება.