მთელი აბსურდიც ის არის, რომ უნდათ, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრონ, როგორც დემოკრატზე. მათ შორის, რეზოლუციაზეც ჩვენ გულნაწყენი ხომ ამიტომ ვართ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია დეზინფორმაციის წყაროდ იქცა, რომელიც პირველ წინადადებაში პირდაპირ დეზინფორმაციას წერს – სადაც საუბარია, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი დევნილი იყო. არადა, ვიცით, რომ ის მართლმსაჯულებას გაექცა. ასევე, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. არადა, ჩვენ ვიცით, რომ ის აქ სწორედ რევოლუციების მოსაწყობად შემოიპარა. ახლა ეს გეგმა, არჩევნების წინა დღეს შემოსვლა და აქ გამოჩენა რას ნიშნავდა, მემგონი, არც ბავშვი არავინ არის და მით უმეტეს, არც ქართული საზოგადოებაა ამ მხრივ გამოუცდელი. ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში, ესენი უკვე ვნახეთ. ეს კინო, რა კინოს დადგმასაც მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, ბევრჯერ ნანახი გვაქვს.
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს.