სააკაშვილი უნდა გაასამართლოს მურუსიძემ, იმისთვის, რომ მან შექმნა მურუსიძე – მარგველაშვილი

“სააკაშვილი უნდა გაასამართლოს მურუსიძემ, იმისთვის, რომ მან შექმნა მურუსიძე”- ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

”9 წლის წინ მე მეგონა, რომ ჩამოვაყალიბებდით ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც ექნებოდა უფლება, სააკაშვილისთვის კითხვები დაესვა. დღეს ეს არის, ფაქტობრივად, ანეკდოტი. წარმოიდგინეთ, დააკვირდით ვითარებას, სააკაშვილი უნდა გაასამართლოს მურუსიძემ, იმისთვის, რომ მან შექმნა მურუსიძე. ეს არის ანეკდოტი. ანეკდოტი, რომელიც, ალბათ, იურისპრუდენციის სახელმძღვანელოებში იქნება ნასწავლი, რომ პრეზიდენტის გაასამართლებს მურუსიძე, იმიტომ, რომ მან შექმნა მურუსიძე.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.