ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, გიორგი კირთაძე აქციაზე, რომელიც ამ წუთებში ტარდება, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი საქართველოში.
“განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა პატრიოტის ღირსების საქმეა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყოს პოლიტიკური პატიმარი. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ამ ქვეყნის უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი. ეს არის ცვლილება, რასაც მხარი დაუჭრა 2 ოქტომბრის არჩევნებზე”,– აცხადებს კირთაძე.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტი იმ საქმეებისთვის ისჯება, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა.
“მოგესალმები, ბატონო მიშა. თქვენ კარგად იცოდით, რა ნაბიჯსაც დგამდით, იცოდით, რომ თქვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოდიოდით საქართველოში. მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი გადადგით და შეასრულეთ თქვენი სიტყვა, ისევე როგორც ყოველთვის ასრულდებით მას. თქვენ ისჯებით იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რაც შეძელთ ჩვენს ქვეყანაში.
თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება – ეს იყო მთავარი, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება იბრძოდით. ამის ნათელი დასტური იყო 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე თქვენი ჩამოსვლა საქართველოში”,– მიმართა გიორგი კირთაძემ სააკაშვილს.
ცნობისთვის, ბათუმში ოპოზიციის აქცია იმართება, სადაც სიტყვით გამოდიან ოპოზიციურ კოალიციაში მყოფი პარტიების წარმომადგენლები.