მე ძალიან ფრთხილი ვიქნებოდი ნებისმიერი მკვეთრი ნაბიჯის გადადგმისას. სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მართვის სადავეებთან არ იქნება. იმიტომ რომ ვერაგი მტერი ივანიშვილის სახით არის ჩასაფრებული, რომელიც მზად არის, გამოიყენოს ნებისმიერი შემთხვევა პროვოკაციაზე წამოსაგებად. როგორ ფიქრობთ, ტექნიკურად როგორ უნდა მოხერხდეს?
არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ამიერიდან იტყვის ჩამოვალ და არ ჩამოვა, თუ იტყვის, რა თქმა უნდა, უნდა ჩამოვიდეს, თუ იტყვის, არ ჩამოვდივარ ამჯერად, გითხარით, რა პრობლემებს ვხედავ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას დააპირებს. ძალიან საფრთხილო საკითხია, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგოს ივანიშვილმა.
ვინმე განიცდის თუ არა იმედგაცრუებას, ყველას სახელით ვერ ვისაუბრებ, ვიღაც განიცდის, ვიღაც – არა. ბრძოლა მოსაგენია ქვეყნის შიგნით. სხვისი ხელით ნარის გლეჯვას ბევრი, მათ შორის, ჩვენი პარტიის მხარდამჭერი უნდა შეეშვას”
თქვა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ “ამერიკის ხმასთან ინტერვიუში”.