‘სააკაშვილი უტიფრად აცხადებს, რომ არის წამების მსხვერპლი, საწყალი, საკანში ჯდომა არ შეუძლია” – ასე მიმართა, თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე ოპოზიციას.
”სააკაშვილი უტიფრად აცხადებს, რომ არა ათასობით მის ციხეში ნაწამები ადამიანი, არამედ თვითონ არის წამების მსხვერპლი, საწყალი, რადგან საკანში ჯდომა არ შეუძლია და ეს თურმე მას თრგუნავს. ასეთი უტიფარი ძალის წარმომადგენლები ხართ თქვენ. ეს ხალხი ითხოვთ ჩვენგან რომ ვიყოთ იდეალურები. მარტივად გიპასუხებთ – შეიძლება იდეალურები არ ვართ მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში.
სანამ არსებობს თქვენ მსგავსი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა სამწუხაროდ იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ დესტრუქცია, ყოველდღე მოიგონოთ ახალი ტყუილი. ადამიანები დაარწმუნოთ, რომ ქვეყანა იქცევა თითქოს, დღეს თუ არა ხვალ რევოლუციას უეჭველი მოახდენთ და თქვენს ლიდერ მეგის ქარდავას ციხიდან გაათავისუფლებთ. ეს თქვენი საქმეა, მაგრამ გარწმუნებთ, არაფერი გამოგივათ”, – ამბობს კალაძე