“სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა, ეგოიზმია”- აცხადებს, პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე.
”სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა, რაც არის არა ლიდერობა, არამედ ეგოიზმი, როცა ჰოსპიტალში ხარ, საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას იღებ და შენ მიმართ ყველა პირობა უზრუნველყოფილია და ამ ფონზე, ზამთარში, პანდემიის პერიოდში, საკუთარ მხარდამჭერებს შიმშილობისკენ მოუწოდებ, ეს არის ეგოიზმი და არა ლიდერობა, თუმცა ვიცოდით, როგორი ხელმძღვანელი იყო სააკაშვილი, რადგან გორში, თვითმფრინავის გამოჩენაზე ის გაიქცა და თავისი ფრანგი კოლეგა მიატოვა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს ის, როცა საკუთარი მხარდამჭერები ქუჩაში საშიმშილოდ კარვებში დასვეს მაშინ, როცა დიდი კეთილმოწყობილი ოფისი აქვთ.”- განაცხადა თალაკვაძემ.