სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ პროცესებში ჩარევა – ვიოლა ფონ კრამონი

“ჩრდილოვანმა აქტორებმა სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ პროცესებში ჩარევა”-ამის შესახებ, საქართველოში პოლიტიკური ვითარების შესახებ ევროპარლამენტის პლენალურ სხდომაზე გამართული დებატების დროს ევროპარლამენტარმა,  ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

“საქართველო, აღმოსავლეთის პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. ეს აურზაური ორივე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლების ბრალია. ისინი ქვეყნის ინტერესებზე წინ საკუთარ ეგოს აყენებენ და თანამშრომლობას პოლარიზაციას ამჯობინებენ. კრიზისის გადასაწყვეტად ევროკავშირმა ფასილიტაციიდან მედიაციამდე უნდა გადაინაცვლოს. გამოსავლის ქვაკუთხედი ქართველი ხალხი უნდა იყოს. მათ უნდა გადაწყვიტონ ბედი და თარიღი მომავალი არჩევნებისა. ეს არჩევნები იქნება მხოლოდ სწრაფი და არა გრძელვადიანი გამოსავალი. აბსოლუტურად ახალი საარჩევნო სისტემის გარეშე, ჩვენ პოლიტიკური კრიზისის კვლავ დაბრუნებას ვიხილავთ. მართლმსაჯულების რეფორმა და ოპოზიციისთვის გაზრდილი საპარლამენტო ზედამხედველობა პოლიტიკურ პრიორიტეტად უნდა იქცეს.

ორივე მავნე ჩრდილოვანმა აქტორმა, სააკაშვილმაც და ივანიშვილმაც უნდა შეწყვიტონ პროცესებში ჩარევა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საქართველოში. ჩვენ ვერ გამოვტოვებთ კიდევ ერთ კრიზისს ამ რეგიონში. ეს უწყება, ისევე როგორც თავად მე, მზად ვართ, რომ გზას გავუძღვეთ. “- განაცხადა კრამონმა.