“შეგვიძლია, ამ გამოსვლაში მარტივად გამოვიტანოთ დასკვნა – სააკაშვილმა თქვა, რომ როდესაც ტყეს ჭრიან, ნაფოტებიც ცვივაო. ანუ, მე ვაშენებდი სახელმწიფოსო და იქ თუ ვინმე დაიღუპა, ვინემ აწამეს და ვინმეს უფლებები დაირღვა, ამ გამოვრიცხავ, რომ ეს მართლაც მოხდა და ამას მე დანაშაულად არ ვაღიარებ, უბრალოდ გადაცდომები იყოო.
არავითარი სინანული არ იყო მის გამოსვლაში და არც ველოდით რომ რაიმე სინანული იქნებოდა”
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ მიხიელ სააკაშვილის გამოსვლაზე.