“პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები. მათ შორის, დღეს საუბრობდა ის შვილთან დაკავშირებით და იმით დაასაბუთა შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი. ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. მას აქვს უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი, ამიტომ მან პასუხი უნდა აგოს”

ამბობს ირაკლი კობახიძე ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლის ფარგლებშიც გამოძიება სააკაშვილს ედავება ედუარდ სააკაშვილის განათლების დაფინანსებას.