“სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია შეასრულა. სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი ამ ქვეყანაში, არავის რომ არ გაუვლია ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას მერე. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნა არ დასცალდა და ეს არც იყო საჭირო მისთვის. სააკაშვილმა შეცდომები დაუშვა თუ არა, როგორ იბრძოლა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი. დღეს ის ჩემ თვალში გაცილებით მაღლაა, ვიდრე ვარდების რევოლუციის დროს იყო. ეს პირადი ამოცანა მას შესრულებული აქვს. ემოციური და მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს. ის აქ ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ გაესუფთავებინა საკუთარი თავი, ის აქ ჩამოვიდა იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს”

ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.