სააკაშვილმა მითხრა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მისი გაყვანა სცადეს – ომბუდსმენის წარმომადგენელი

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სცადეს. ამის შესახებ ომბუდსმენის წარმომადგენელმა  ანა ჯანიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ამის შემდეგ არ ახსოვს გარკვეული მომენტი. როცა გონს მოვიდა, თქვა, რომ არ მოხდებოდა მისი გაყვანა. სააკაშვილმა თქვა, მოვითხოვე, ეთქვათ, სად გადავყავდით, მაგრამ არ მითხრესო.

ემოციური ფონის შემდეგ ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაიყვანენ, სანამ არ დასტაბილურდება სიტუაცია”. – თქვა ანა ჯანიაშვილმა.