“სააკაშვილმა მითხრა, რომ მას ძალიან ცოტა დრო დარჩა”- ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მორიგი შეხვედრის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.
”ფიზიკურად ის ფეხზე დგას და მინდა გითხრათ ესეც უჭირს და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ამაში, რომ უბრალოდ მართლა ყანყალებს ადამიანი და დაყვება ბევრად მეტი ბადრაგი, იმისთვის, რომ გზაში არ წაიქცეს, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ეს ადამიანი ბოლომდე ფსიქოლოგიურად და გონებრივადაც აკონტროლებს სიტუაციას. აღარ არის მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში. ვისაუბრობთ იმაზე, რას ვხედავთ ჩვენ თვითონ, მიშა არასოდეს არ გვეტყვის რომ ცუდადაა და ვუშველოთ. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ანალიზებით, კალციუმის რაოდენობით ნუ ვიმსჯელებთ, ვისაუბროთ იმაზე, რასაც ვხედავთ და მე პირადად კარგს არაფერს აღარ ვხედავ აქ, ძალიან მძიმე სიტუაციაა, არ არის დამაიმედებელი სიტუაცია, მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, კვლავ, ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელი არის კოლაფსი, როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა, ძალიან ცოტა დრო დარჩა მისი შეგრძნებით. მე ვამბობ, რასაც მეუბნება პატიმარი, როგორ გრძნობს თავს იმასთან დაკავშირებით, ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფსს, კოლაფსის შემდეგ რა მოხდება ეს არავინ არ იცის. რეალურად ეს ნიშნავს სიკვდილისთვის გაწირვას თუ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ელოდება, როდის მოხდება კოლაფსი, ეს კაცი გადარჩენილი უნდა იყოს მანამდე. ფიზიოლოგიური გადარჩენა არ არის მხოლოდ ჩვენი ამოცანა, არამედ მისი ფსიქიკის გადარჩენაც.”- განაცხადა გვარამიამ.