სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მკურნალობას აგრძელებს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მკურნალობას აგრძელებს. ამკს შესახებ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. საძაგლიშვილის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია, შესაბამისად, პროტესტი ამოწურულია.

“პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი. პროტესტის ეს ფორმა გაჟღერებული იყო იმის გამო, რომ მისთვის შეზღუდვები ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც ეს შეზღუდვები ფაქტობრივად გაუქმდა და უკან დაიხია პენიტენციურმა სამსახურმა, ბუნებრივია, ეს პროტესტის ფორმა არის ამოწურული”, – თქვა ადვოკატმა.