“სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო”- ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
„ამ ყველაფრის შედეგად არავის მიმართ არ მაქვს რევანშის გრძნობა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ამ ქვეყანაში ჩემმა შვილებმა მინდა იცხოვრონ მშვიდად. არა იმიტომ, რომ ჩემი შვილები არიან, არამედ ამ ქვეყანაში მშვიდი გარემო იყოს და ყველას შვილებისთვის იყოს ნორმალური გარემო.
ადრე თუ გვიან დამთავრდეს ეს დავიდარაბა და ვკამათობდეთ, ვდავობდეთ იმაზე, თუ როგორი იქნება სოციალური სფერო, განათლება, როგრი იქნება უსაფრთხოება და არა იმაზე, ვინ იქნება ხვალ პარლამენტში და როგორი წარმომადგენლობით“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.