საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში სანთელი დაანთო და უკრაინისთვის ილოცა.
მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისკენ საქართველოს პატრიარქმა გუშინ ქართულ საზოგადოებას მოუწოდა.
“მან მოგვიწოდა ყველას, დღეს 12-დან პირველ საათამდე ვილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის. მე რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ამ მიმართულებით და მინდა ყველას გთხოვოთ, ასევე ჩუმად ილოცოთ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ვფიქრობ, ახლა ყველაფერი გვჭირდება, ლოცვაც, ქმედებაც”,– განაცხადა სააკაშვილმა.