“მმართველი პარტია იმ დათქმით მოქმედებს, რომ როგორმე [არჩევნები და შემდგომი პერიოდი] გადააგოროს. და მიხეილ სააკაშვილმაც ხომ სწორედ ეს გათვალა, რომ ამ გადაგორების შესაძლებლობას არ აძლევს – თავისი შიმშილობის აქტით ჩაურთო წამზომი საკუთარ თავსაც და ხელისუფლებასაც. ეს იმას ნიშნავს, რომ დრო ძალიან ლიმიტირებულია. ამ დროში ის საზოგადოებას და ამომრჩეველსაც ეუბნება – ახლა თუ რამე შეგიძლია, შეცვალე. აგერ, გაქვს კონკრეტული პოლიტიკური კალენდარი – რამდენიმე დღეში, შაბათს უნდა მიხვიდე და არჩევანი გააკეთო. თუ ამას ვერ აკეთებ – ის ამაზე გააზრებულად მიდის და შეიძლება ძალიან მძიმედ დასრულდეს. დავარქმევ ამას თავის სახელს – ეს არის ღია რევოლუციური სცენარი.

ამ პოლიტიკური სიმწიფით ეს საზოგადოების პასუხისმგებლობაა. ჩვენი ყველას გამოწვევაა. შაბათს არჩევნებზე გაქვს ღირსება და უნარი, რაღაც შეცვალო და შენი ღირსებისთვის ნაბიჯი გადადგა თუ იარო გიჟური გზით”

თქვა პარტია სამართლიანობისთვის ლიდერმა, ეკა ბესელიამ ფორმულას ეთერში.