სააკაშვილმა წულუკიანს მახინჯი უწოდა ბაია პატარაიამ კი სააკაშვილს სექსისტი

მას შემდეგ რაც საქართველოს  ყოფილმა პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს “მახინჯი” უწოდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საფარის” ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ მიხეილ სააკაშვილი “სექსისტად” მოიხსენია

“ჩვეულებრივი სექსიზიმი!  სამარცხვინო დაბულინგება პოლიტიკოსი ქალისა გარეგნობაზე. რით ვერ გაგზარდეთ პოლიტიკოსი კაცები ამ ქვეყანაში?! პოლიტიკოსს თუ ლანძღავთ, პოლიტიკოსი გალანძღეთ და ქალის სილამაზის სტანდარტებს პოლიტიკაში მაინც ნუ შემოგვაჩეჩებთ. 2020 წელს უკულტურობა და პოლიტიკური გოიმობაა უკვე ეს.”- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს პროცესში ჩაერთო და ექსპერტებთან ერთად აგვისტომის ომის შესახებ დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანა.   ამასთან დაკავშირებით, კი თეა წულუკიანმა, განაცხადა, რომ ჰააგაში დავას საქართველო მოიგებს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს აქვს შიში, რომ დავას წააგებს.  სააკაშვილმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წულუკიანის ეს განცხადება შემდეგი წარწერით გააზიარა: “ეს მახინჯი საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს და ჩალიჩობს”.