“სააკაშვილს ამ ეტაპზე გადაადგილება შეუძლია, სუსტად არის, კიდურები შეშუპებული აქვს “- აცხადებს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური. ადვოკატის ინფორმაციით სააკაშვილი ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომელიც მასთან შევა, აიღებენ ანალიზებს და გაარკვევენ რომელიმე სასიცოცხლო მაჩვენებელი ზღვარს ქვემოთ ხომ არ არის.
„დღეს ელოდება მათ. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები დღემდე ექიმებს მედიკამენტოზური ჩარევით ეკავათ, ხოლო ამის შემდგომ როგორ გაგრძელდება და რა პასუხებს მივიღებთ, ჩვენთვის უცნობია. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ისევ აგრძელებს შიმშილობას, არ აპირებს საკვების მიღებას და ელოდება ექიმებთან შეხვედრას. მისი სისუსტე ძლიერდება, თუმცა, მორალურად მხნედ არის და აპირებს ასე გააგრძელოს. აპირებს ასე გააგრძელოს. სისუსტე გამოიხატება ფიზიკურ გადაადგილებაში, კიდურების შეშუპებაში. მას ამ ეტაპზე გადაადგილება ფიზიკურად შეუძლია. თუმცა, საკითხის დაყენება რომ აუცილებლად უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილი, ვინაიდან გაგრძელდეს მისი მკურნალობა სამოქალაქო კლინიკაში, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამას ყოველჯერზე ვითხოვთ. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა ხდება, ის ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომ აიღონ ანალიზები და გვითხრან ექიმებმა როგორია მისი ჯანმრთლების მდგომარება, რაიმე მონაცემი ხომ არაა სასიცოცხლო ნიშნულს ხელოვნურად ჩამოცდენილი“,- განაცხადა გიორგი გელხაურმა.